აქციის მონაწილეები კვლავ ცესკოსთან დაბრუნდნენ

წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რჩებიან.

მომიტინგეებმა წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთით ცესკოს ტერიტორია დატოვეს და მოგვიანებით უკან დაბრუნდნენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეების ნაწილი ღობეზე გადაძრომას და ცესკოს შენობასთან მიახლოებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა
შემდეგი სტატია“გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა”