გავიგე, რომ ბრატისლავაში განიხილავდით ომის მიზეზებს, რუსეთი უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში – ლაიენი

31 მაისს ევრკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე.

ლაიენმა თქვა, რომ გაიგო GLOBSEC-ზე ომის მიზეზებს განიხილავდნენ.

“აქ, GLOBSEC-ში, გავიგე, რომ რომ თქვენ განიხილავდით ამ ომის მიზეზებს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მსოფლიო”, – თქვა ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიგელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
შემდეგი სტატია1-ელ ივნისს გოძიაშვილის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება