გავიგე, რომ ბაიდენმა მხარი დაუჭირა კიევში ვიზიტის იდეას, ხელს უსაფრთხოების მომენტი უშლის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით. მან CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ არის უსაფრთხოების მომენტები, რაც ხელს უშლის ბაიდენის ვიზიტს.

“ჩვენ სიამოვნებით ვიხილავთ პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში. გავიგე, რომ მან მხარი დაუჭირა ამ იდეას. არის უსაფრთხოების მომენტები, რომლებიც ხელს უშლის მის ვიზიტს, ჩვენ ეს გვესმის”, – თქვა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, ფიქრობს, რომ ეს დაეხმარება უკრაინელებს.

“ასე რომ, მსოფლიო ლიდერების ვიზიტები, რომლებიც არა მხოლოდ პარტნიორები არიან, არამედ ნამდვილი მეგობრები არიან – ისინი აძლევენ სიგნალს, ნიშანს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას, რადგან მათ სჯერათ უკრაინის გამარჯვების და არ ეშინიათ რუსეთის. ისინი მოდიან მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები ცვივა. მათ არ ეშინიათ პუტინის, რადგან სამყარო გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი ქვეყნის ლიდერი”, – ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერის სიმაღლე, შესაბამისად, ეს საკითხი 12 პუნქტშიც არ მოხვდა, ბარიერის დაწევა ჩვენი კეთილი ნებაა – კობახიძე
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში რუსების საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა