გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური – საგარეო უწყება ლიბიიდან ინფორმაციას ელოდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ლიბიიდან ელოდება.

საქმეში ჩართულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ლიბიას და ასევე, სტამბოლოს საკონსულო, ვინაიდან გემი იყო თურქული კომპანიის მფლობელობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატი იმყოფება ლიბიაში და ცდილობს იქ დეტალების გარკვევას.

“გამოძიებას აწარმოებს ლიბიური მხარე. ცნობილია ის, რომ 7 იანვარს ჩვენი მეზღვაური, რომელიც მორიგეობდა გემბანზე, მეორე დღეს შემცვლელმა ის ვეღარ ნახა ანუ ფაქტიურად მოხდა მისი გაუჩინარება და დღემდე რაიმე დეტალი აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის უცნობია. ჩვენი საელჩო არის კონტაქტზე ზოგადად ლიბიურ მხარესთან, ანუ საელჩოს მეშვეობით კაიროში და დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით დამატებით ინფორმაციას, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ. ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს იყოს ნაკლებად სავარაუდო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაშინ გემის დანარჩენი წევრები შესაბამის ჩვენებას ინფორმაციას გაავრცელებდნენ. თუმცა ვერცერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის,“ – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობის დროს დაიკარგა. ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი “დოგან ბეიდან” 7 იანვარს გაუჩინარდა, ხოლო დაკარგული მეზრვაურის ოჯახს მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.

დავით რაზმაზის გაუჩინარება მისმა თურქმა შემცვლელმა აღმოაჩინა და პოლიციას მიმართა.

banner
წინა სტატიაში“მერია გადასულია ხელების გადაგრეხვაზე… ” – სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი
შემდეგი სტატიადიდ დიღომში აფეთქების ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ