“მერია გადასულია ხელების გადაგრეხვაზე… ” – სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი

მერია ძველებურად ხელების გადაგრეხვაზეა გადასული, მათი პირობები ჩევნთვის მიუღებელია, – აცხადებს სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელი.

გიორგი ზაქაიძემ დღეს თბილისის მერიაში შეხვედრა გამართა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, მშენებლობის ნებართვა არ გაუგრძელოს:

„რეალობა არის ის, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის, გადასული არიან ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხვაზე, ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ და არ მოგვცენ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიანად. 2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავისი სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდგენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს. დღეს მერია მეუბნება, რომ მე მშენებლობის ნებართვა არ მაქვს. არადა ჩვენ გვაქვს ეს სპეცნებართვა და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაზეც ისინი აპელირებენ, რომ თითქოს ტექნიკური ხარვეზია, იმას სჭირდება ერთი სამუშაო. თუ ეს ნებართვა არ აღგვიდგინა მერიამ, ჩვენ წავალთ სასამართლოში და იმის გარდა, რომ აღვიდგენთ ამ მშენებლობის ნებართვას, რაც უკვე აღდგენილი გვაქვს ამ სპეცნებართვით, ამის გარდა ვიდავებთ ზიანზე, რაც ძალიან დიდია. იმის გარდა, რომ არის ზარალი, არის კიდევ დრო, რომელსაც ვკარგავთ. იმის მაგივრად, რომ ამაზე დაგელაპარაკონ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია”,- განაცხადა ზაქაიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : მთავრობაში ცვლილებების არც მოლოდინი და არც საჭიროება არ არის
შემდეგი სტატიაგაუჩინარებული ქართველი მეზღვაური – საგარეო უწყება ლიბიიდან ინფორმაციას ელოდება