გაწვევა-არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია – თალაკვაძე მოსამართლეთა სიაზე

გაწვევა/არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიაზე საუბრისას გააკეთა.

თალაკვაძე საკუთარი გუნდის ნაწილის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა – გაიწვიოს პარლამენტმა უკან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული სია.

თალაკვაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყება და მისი განცხადებით, ყველა მხარესთან უნდა მოხდეს თანამშრომელობა იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს უკავშირდება.

„პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ რეგულაციებზე, რაც პროცედურებს და კრიტერიუმებს მოიცავს და ორგანული კანონის სახით დამუშავება და ამ კანონს ექნება უკუძალა, შესაბამისად, გაწვევა/არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. მნიშვნელოვანია, მოხდეს თანამშრომლობა ყველა ძირითად მხარეს შორის იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს უკავშირდება და უნდა წავიდეთ თანამშრომლობის გზით. ის, რომ ყველამ თავისი პროექტი, თავისი ინიციატივა დააყენოს, რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს დიდ ინტერესზე, მაგრამ საზოგადოებას სჭირდება, რომ ნახოს თანამშრომლობა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” დეპუტატების მიერ ძველ თბილისში მშენებლობის შესაძლო დაწყება – ხაბეიშვილი კალაძისგან განმარტებას ითხოვს
შემდეგი სტატიასასამართლო ივანიშვილს ბოლომდე ემსახურა და ის ამ ინსტრუმენტს უფრთხილდება – ზოდელავა