სასამართლო ივანიშვილს ბოლომდე ემსახურა და ის ამ ინსტრუმენტს უფრთხილდება – ზოდელავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მურთაზ ზოდელავა მოსამართლეობის 10-კაციან სადავო სიასთან დაკავშირებით საუბრობს, სადაც ყურადღებას ივანიშვილზე ამახვილებს. როგორც მურთაზ ზოდელავა აღნიშნავს, სასამართლო სისტემა ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე ემსახურება და ის ამ ინსტრუმენტს უფრთხილდება.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის შეცვლას არ აპირებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, იმის მოლოდინი, რომ სადავო სია გაწვეული იქნება, არ არსებობს.

„ამ არჩევნებში არსებული ტოტალური გაყალბების თაობაზე შეტანილი უამრავი საჩივრიდან, არც სარჩელიდან, არც ერთი არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოებში. როგორც ჩანს, ივანიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებში ეს ფორმალური გამარჯვება იყო, მათ შორის და გარკვეულწილად სასამართლოს გამოც, სასამართლო მას ემსახურა ბოლომდე და ის, რა თქმა უნდა, უფრთხილდება ამ ინსტრუმენტს, რომელიც მას თვლის, რომ გამოადგება წელს შუალედურ არჩევნებში, თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, სადაც რამდენიმე რეგიონში უნდა ჩატარდეს წელს და ასევე და, პირველ რიგში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ის თვლის, რომ მას აუცილებლად დასჭირდება ეს ბერკეტი და რეალურად ახლა ამ სიის, ამ მოსამართლეების წარდგენით, უვადო დანიშვნებით ის ხარკს უხდის იმ სისტემას, რომელიც მას ემსახურა,“ – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიგაწვევა-არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია – თალაკვაძე მოსამართლეთა სიაზე
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის