გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ გამტაცებლები და მფრინავები არიან

გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც მალტას აეროპორტშია, მხოლოდ გამტაცებლები და მფრინავები დარჩნენ – The Daily Mail-ი წერს.
რამდენიმე წუთის წინ მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ გამტაცებლებმა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი გაანთავისუფლეს.
სულ თვითმფრინავში 111 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ლიბიელი გამტაცებლები, ქალაქ ბენგაზიში ბოევიკებისათვის უსაფრთხო გასასვლელს ითხოვენ, რომელიც სამთავრობო არმიით არის გარშემორტყმული – Sky News Arabia-მ გაავრცელა.

სავარაუდოდ, ორივე გამტაცებელი ადრე ცნობილი დაჯგუფება “ალ-ფატეხ ალ-ჯადიდის” წევრია.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე ცნობილი სახეების ნახვა არ სურს
შემდეგი სტატიასტამბოლში 31 შესაძლო ტერორისტი დააკავეს