გატაცება სოფელ ახალუბნიდან – რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

კიდევ 1 ქართველი გაიტაცეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან.

სავარაუდოდ კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

როგორც ოჯახის წევრები ყვებიან 60 წლის გიორგი ძურძუკი საქონლის ჩამოსაყვანად თავისივე ბაღში ავიდა, სადაც ცხოველი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და დაკავებულს ე.წ საზღვარი არ დაურღვევია.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, თუმცა ამ დრომდე ცხინვალიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია.

banner
წინა სტატიაში“ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ხდება რელიგიის და ტერორიზმის გაიგივება”
შემდეგი სტატია“ISIS-ის მთავარ სამიზნეს საქართველო არ წარმოადგენს”