გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით საქართველოში პირველი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება

გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით საქართველოში პირველი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამაგისტრო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ერთად ხორციელდება.

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ერთობლივად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. უნდა ვთქვათ, რომ GIZ-ი ამ პროგრამის სწავლების საფასურის 90-მდე პროცენტს აფინანსებს, რის გამოც მე მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით განათლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა
შემდეგი სტატიასაქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია ტარდება