საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია ტარდება

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია ტარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით.

„ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია დღეს, რომ ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია ტარდება საქართველოში. ეს ხდება გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით და არის უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მივესალმებით ამ დიდ მოვლენას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კონფერენციას ესწრება 250 დელეგატი 42 ქვეყნიდან.
„ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციას ესწრება გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, რომელიც გახლავთ საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარი. ჩვენ მივესალმებით ამ კონფერენციის ჩატარებას საქართველოში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით საქართველოში პირველი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება
შემდეგი სტატია“ოცნებამ” თემურ ჭკუასელის კანდიდატურაზე უარი თქვა და უკან გაიწვია