“გარემოს არ შეეფერება ის ვითარება, რომელიც ჯვრის მონასტერთანაა შექმნილი”- მიხეილ გიორგაძე

ჯვრის მონასტრის დაკეტვას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, რომელიც არსებული ვითარების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს:

„გარემოს არ შეეფერება ის ვითარება, რომელიც ჯვრის მონასტერთანაა შექმნილი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, განვსაზღვრავთ ადგილს, სადაც გადავიყვანთ გარემოვაჭრეებს. მე დავარქმევდი წინამძღვრის ამ ქმედებას ემოციურს,“- განაცხადა გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშირაჭაში მესამე დღეა 23 წლის ახალგაზრდას ეძებენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს წევრი აღარ იქნება