თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს წევრი აღარ იქნება

საპროკურორო საბჭოში, საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევის დრო დადგა. გადაწყვეტილება საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, რომელიც კენჭისყრით უნდა ჩატარდეს.

ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი საბჭოს წევრი აღარ იქნება. ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან უნდა აირჩეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირების ოპოზიცია დიდ ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან თავმჯდომარის ვინაობა მათთვის არსებულ სიტუაციაში მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მიღება უფრო მნიშვნელოვანია.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, მათი მთავარი დაინტერესების სფერო გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები და მათი გამოძიების გაჭიანურებაა.

banner
წინა სტატიაში“გარემოს არ შეეფერება ის ვითარება, რომელიც ჯვრის მონასტერთანაა შექმნილი”- მიხეილ გიორგაძე
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილებები”სუს”-ში – უწყების უფროსის მოადგილის თანამდებობას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაიკავებს