გარეჯელი სასულიერო პირი – ცემა რომ მოხდა გადაღებულია? კადრებში არაფერი არ ჩანს

გარეჯელი სასულიერო პირი თავდასხმას ჟურნალისტებს აბრალებს – “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე და ივერ მელაშვილზე მიტანილი იერიშის შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დრეს ამბობენ, რომ პროვოკაციაზე სწორედ “მთავარი არხის” ჟურნალისტები წავიდნენ, როცა ივერი მელაშვილი ადგილზე ჩაიყვანეს..

ისე, რომ სასამართლო განაჩენი ჯერ არ დამდგარა, გარეჯელი სასულიერო პირები მელაშვილს უაპელაციო ბრალდებებს უყენებენ:

“ვინ უნდა დაიბარონ რატო უნდა დაიბარონ…თქვენ სასაცილოდ მიგაჩნიათ, რომ 6 ათასი მოწამის ხსენების დღეს ჩამოგყავთ მელაშვილი, რომლის ხელმოწერის საფუძველზე ვერ ავდივართ.. ცემა რომ მოხდა გადაღებულია? კადრებში არაფერი არ ჩანს.

მე რა დავინახე იცით, რომ ადამიანმა თქვა, ხმა გავიგე, რატომ დამარტყი ხელი , ვიღაცამ ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა უჯიკავა. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა დანაშაულია?

მიუღებელი რა არის იცით? უკითხავად რომ მიღებთ” – ამბობს სასულიერო პირი.

banner
წინა სტატიაში5 მაისის მონაცემებით, საქართველოში 47 949 აცრა ჩატარდა
შემდეგი სტატიამელაშვილი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე – გააფრთხილა ვიღაცამ, რომ მოდიან და დახვდით