მელაშვილი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე – გააფრთხილა ვიღაცამ, რომ მოდიან და დახვდით

სადელიმიტაციო სადემარკაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი დავით გარეჯში “მთავარ არხის” გადამღებ ჯგუფსა და მასზე მომხდარ თავდასხმას ხელისუფლების მიერ აგორებულ კამპანიას უკავშირებს.

მისი თქმით, ფიზიკურად არ შეხებიან, თუმცა ხელით შეეხნენ ჟურნალისტებს, რაც აღმაშფოთებელია.

“მოხდა ყოველ შემთხვევაში უდაბნოში მოსახლეობის შეკრება, ეს ვიღაცის მიერ ორკესტრირებულია, გააფრთხილა ვიღაცამ, რომ მოდიან და დახვდით, ასე შემდეგ. რაც შეეხება მაგ მამაოებს, როგორც თვითონ ახსნეს, ტრაპეზი ჰქონდათ, დაგვინახეს და მერე ჩამოვიდნენ, ამას აქ რა უნდა, მაგ სიტყვებით მოვიდნენ: შენ აქ რა გინდა, შე სამშობლოს გამყიდველო, შე გადამცემო. შევეცადე ძალიან წყნარად ამეხსნა, რომ მათი ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, მოდი ასე ვთქვათ, რომ მათ ძირითად ნაწილს ამის გაგონება არ სურდათ.

ხელით არავინ შემხებია, მაგრამ ჟურნალისტებს შეეხნენ, როგორც ოპერატორს, ასევე, ნინუცასაც, რაც საკმაოდ აღმაშფოთებელია. მე ამას მთავრობის მიერ აგორებულ კამპანიას ვუკავშირებ, მეტს ვერაფერს ვერ ვფიქრობ”, – თქვა ივერი მელაშვილმა.

მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა, რომ გამოძიება სრულყოფილად წარიმართოს.

banner
წინა სტატიაშიგარეჯელი სასულიერო პირი – ცემა რომ მოხდა გადაღებულია? კადრებში არაფერი არ ჩანს
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – არის პატარ-პატარა ხვრელები, სადაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ნაღმები ჩადოს