„გაოცებული ვარ, ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა“ – რომან კაკულია ლევან იზორიას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა მას კითხვები დაუსვეს. უმრავლესობის დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მინისტრს შენიშვნა მისცა, იმის გამო, რომ ხანგრძლივი გამოსვლის განმავლობაში სიტყვა რუსეთი საერთოდ არ უხსენებია:

„ბატონო ლევან, ცოტა გაოცებული ვარ, ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა. ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ქვეყანაში, რომელიც თავის რიტორიკად, მიზნის მისაღწევად, იყენებს რუსეთის საფრთხეს ჩვენი ქვეყნისადმი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც ევროპული ორიენტაცია გვაქვს და არ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ამ პოლიტიკოსებთან, ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას. რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ თემაზე, განმიმარტეთ თუ შეიძლება“ , – აღნიშნა რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაში“მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიპასუხეთ, ეთანხმებით თუ არა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ცხინვალი”
შემდეგი სტატიაროგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?