როგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?

როგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?, – აღნიშნული კითხვით თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მიმართა.

“დიდი ხნის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრო, თქვენი მინისტრობის დროს კონტრაქტებს დებდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ადამიანთან – ბატონ დევრიშაძესთან და მისგან სხვადასხვა საქონელს ყიდულობდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთში გაცვალა ანუ რუსეთმა ის თავისთან წაიყვანა და აღიარა, რომ ის ნამდვილად ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. აიღეთ თუ არა ამ ამბავზე პასუხისმგებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელთა ფული თავდაცვის სამინისტროდან ამ ადამიანის ჯიბეში მიდიოდა. ასევე საუბარია ჯარში ფულის გამოძალვის შემთხვევებზე, ნეპოტიზმის შემთხვევებზე, “დედოვშინის“ შემთხვევებზე, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს სცემენ. გახსოვთ, როცა წვრთნების დროს მყვინთავები დაიღუპნენ – ჩვენ გამოძიების შედეგები არ ვიცით. იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა თავდაცვის სამინისტროში ფაქტობრივად, გაფორმებული ადამიანები ხელფასს ტყუილად იღებდნენ“, – მიმართა გიორგი კანდელაკმა ლევან იზორიას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას უსმენენ.

banner
წინა სტატიაში„გაოცებული ვარ, ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა“ – რომან კაკულია ლევან იზორიას
შემდეგი სტატიამეტროსადგურ “300 არაგველზე” მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს