“განსაკუთრებით საშიშია” – ფლორიდას ქარიშხალი “მაიკლი” უახლოვდება

აშშ-ს დასავლეთით ფლორიდას შტატს ქარიშხალი “მაიკლი” უახლოვდება. გადაადგილების სიმძლავრის გამო მას მეოთხე კატეგორია მიანიჭეს, ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით საშიშია. ქარის სიჩქარე 210 კმ/სთ-ია. ქარიშხალის მოქმედების სავარაუდო ადგილზე დაახლოებით 370 ათასმა ადამიანმა მიიღო ევაკუაციის შესახებ რეკომენდაცია.
“მაიკლი” იწყება როგორც ტროპიკული შტორმი. ცენტრალურ ამერიკაში მისგან 13 ადამიანი უკვე დაიღუპა. ფლორიდაში, ალაბამასა და ჯორჯიაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
ალაბამას სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია “მაიკლი” ტორნადოდ გადაიქცეს.

banner
წინა სტატიაში“დოიჩე ველე” ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საქართველოს პრეზენტაციას “შეუდარებელს” უწოდებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა საცხობს, რომელმაც უარი განაცხადა გეი-ქორწილისთვის ტორტის გაკეთებაზე