განცხადებები რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა – დეგნანი

“ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ ამერიკას ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სანამ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, ეს თავიდან აეცილებინა. აშშ-მ ამისთვის დიდი მუშაობა გაწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი და ზოგადად, ევროკავშირი და NATO არის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების”,-თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს
შემდეგი სტატიადეგნანი: იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს