განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის – პრემიერი

“განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედია”- განაცხადა პრემიერმა ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას:

მისივე თქმით, ინიციატივა მიმართულია “სამაგალითო განათლების, ქართული სკოლის დასაფუძნებლად”.

„ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს განათლების სექტორში ყოველწლიურად. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სექტორი და მიაღწევს 10 – 11%-იან წილს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშილინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლეიტუვაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ეხმაურება
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ფონიჭალაში