განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს

საქართველოს განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტრომ განათლების დაანონსებული რეფორმის განხილვის ფარგლებში 10 მოდული შეიმუშავა და საზოგადოებას რიგრიგობით წარუდგენს.

პირველი პანელი პარასკევს გაიმართება, სადაც სამინისტრო სკოლამდელ და ზოგად განათლებაში დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ისაუბრებს და დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მომდევნო დღეებში კი, წარადგენენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უსაფრთხო სკოლის, ტექნოლოგიებისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს. განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ ის საექსპეტრო ჯგუფებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ განათლების რეფორმის შემუშავებაში.

10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:

1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება
2. ინფრასტრუქტურული პროექტები
3. ინოვაცია და ტექნოლოგიები
4. უსაფრთხო სკოლები
5. ეროვნული გამოცდები
6. ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში
7. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი
8. პროფესიული განათლება
9. მეცნიერება
10. განათლების კლასტერები

banner
წინა სტატიაში“ეს სია წარმოდგენილია კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ” – ომბუდსმენი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის შესახებ
შემდეგი სტატიაშსს-მ ბათუმში ბათუმში ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება