“ეს სია წარმოდგენილია კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ” – ომბუდსმენი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან მოსამართლეთა სიას აკრიტიკებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სია პარლამენტის მიერ განხილული არ უნდა იყოს.

ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოში 10-კაციანი სიის წარდგენას კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს.

„ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის დაკავშირებული ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაციასთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სია, რა ფორითაც არის წარმოდგენილი დღეს პარლამენტში, მე ვფიქრობ, რომ ეს სია არ უნდა იყოს განხილული იმიტომ, რომ ეს სია წარმოდგენილია, პირველ რიგში, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რაც გარკვეულ ნდობას გაგვიჩენდა, თუნდაც ამ პროცესის და წარმოდგენილი სიის მიმართ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში,,ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას”
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს