განათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მაია მიმინოშვილი არ ადასტურებს

წერს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილებოდა თავად მაია მიმინოშვილი არ ადასტურებს.

მისი განცხადებით, ეს არის ცრუ ინფორმაცია და მას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ეს ცრუ ინფორმაციაა, ამას ვადასტურებ ნამდვილად, არანაირი საფუძველი ამ ინფორმაციას არა აქვს“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრად მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიოთარ ანგურიძე – მიწის რეგისტრაციის გამარტივება გარკვეული პერიოდის შემდეგ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმის მიერ მორიგი გატაცება-ოპოზიციის მწვავე შეფასება