საოკუპაციო რეჟიმის მიერ მორიგი გატაცება-ოპოზიციის მწვავე შეფასება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მორიგი გატაცება -ოპოზიციაში თვლიან, რომ ოკუპანტების თავნებობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განაცხადებით, ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა ყველა მშვიდობიანი მეთოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსეთს პოლიტიკური ფასი გადაახდევინოს.

“გახსოვთ ალბათ, მოღალატეებად გამოგვაცხადეს, როცა ვთქვით, რომ საჭიროა ვიმუშაოთ, რომ რუსეთს სანქციები დაეკისროს ამ ნაბიჯებისთვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის და ა.შ. როცა შენმა მტერმა იცის, რომ შენ არ მუშაობ იმაზე, რომ მას პოლიტიკური ტკივილი მიაყენო, ის მოგაყენებს ტკივილს უპრობლემოდ,” – აცხადებს გიგა ბოკერია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ადამიანების გატაცებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ნორმალიზაციის პოლიტიკა სრულიად წარუმატებელი იყო.

“ერთადერთი წარმატებული პოლიტიკა, რაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია,” – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

 

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მაია მიმინოშვილი არ ადასტურებს
შემდეგი სტატიამკვლელობა ყანდაურაში – სასამართლომ დღეს სოფელ ყანდაურას რწმუნებული დაკითხა