განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა, ოთხი თვის წინ გაიხსნა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც დღეს დილით ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.
განახლებული მეტროსადგური 22 სექტემბერს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა
ოთხი თვის წინ, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი დააკავეს
შემდეგი სტატიამეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ჟურალისტია