ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2 500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1 000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა – დაშავებულია სამი ადამიანი
შემდეგი სტატიაგანახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა, ოთხი თვის წინ გაიხსნა