განა მალიარი: ბახმუტზე მტრის იერიშების ინტენსივობამ იკლო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის ფლანგებზე უკრაინის ჯარები თანდათან წინ მიიწევენ.უკრაინის მალიარის განცხადებით, ბახმუტზე მტრის იერიშების ინტენსივობამ იკლო.

“დღის განმავლობაში, ბახმუტის გარეუბანში ფლანგებზე ბრძოლის ინტენსივობა იკლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტერი სუსტდება. პირიქით, მტერი ცდილობს გაძლიერდეს ფლანგებზე და მუდმივ დაბომბვას ახორციელებს.

უკრაინული ჯარები თანდათან წინსვლას ახერხებენ. ბახმუტში მტრის თავდასხმის ოპერაციების ინტენსივობა შემცირდა, მტერი დანაყოფებს ცვლის”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გუშინ, მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები ქალაქის სახმრეთ-დასავლეთ გარეუბანს აკონტროლებენ. მისი თქმით, ბრძოლები გარეუბანში გრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერი ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის.

banner
წინა სტატიაშიხავიერ კოლომინა – ველოდებით, რომ ვილნიუსის სამიტზე მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე და საქართველო იქნება კომუნიკეს ნაწილი იმ აქცენტით, რომელიც მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეხება
შემდეგი სტატიაევროკავშირი პრორუს პოლიტიკოსებს სანქციებს დაუწესებს