გამვლელ მამაკაცს ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა

ქობულეთში, რუსთველის ქუჩაზე, გამვლელ მამაკაცს საცხოვრებელი ბინის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა, რის შედეგადაც დაშავდა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიბიბილოვი: არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს სურს, არ იქნება!!!
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილს შეიძლება სინანულის საგალობელი დააწერინოს