გამსახურდია – დაიდოს სამენოვანი კრებული, ქართულად, რუსულად, ინგლისურად – დავით გარეჯი, მისი ისტორია მე-6 საუკუნიდან დღემდე

კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ საჭიროა გამოიყოს გრანტი და დაიდოს სამენოვანი კრებული, ქართულად, რუსულად, ინგლისურად – დავით გარეჯი, მისი ისტორია მე-6 საუკუნიდან დღემდე.

“გარეჯის, თავის ყველა გეოგრაფიულ ნაწილში და ისტორიის ყველა ეტაპზე ქართული, მართლმადიდებლურ-დიოფიზიტური სამონასტრო კომპლექსის თემაზე: არასოდეს მხიბლავდა პიარ-გუნდაობა ფეკალიებით და ურთიერთთათხვა. არც ახლა მიზიდავს. დავწერ მხოლოდ რა უნდა გაკეთდეს:

საჭიროა გამოიყოს გრანტი და დაიდოს სამენოვანი კრებული, ქართულად, რუსულად, ინგლისურად – დავით გარეჯი, მისი ისტორია მე-6 საუკუნიდან დღემდე, რელიგიური დანიშნულება, ხელოვნება – კედელთმხატვრობა და არქიტექტურა, მათ შორის ამ ადგილების დემარკაციის ისტორია მე-20 საუკუნეში და 21-ე საუკუნის დასაწყისში.

საქართველოს ყავდა და ახლაც ყავს ძალიან კარგი ისტორიკოსები – როგორც ქრისტიანობის, ისე ახალი დროის, ასევე ხელოვნებათმცოდნეები, გეოგრაფები და იურისტები იმისთვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი გამოცემა, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე.

დავივიწყოთ მეზობელთან მუქარა, ხელების გადაგრეხვის მოწოდებები, კბილების ღრჭენა. საქმიანი და პარტნიორული საუბარი გაცილებით მეტის მომცემი იქნება, ჩემი აზრით”- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს ივერი მელაშვილის განცხადება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 5.8 პროცენტს შეადგენს