ვოლსკი – აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს ივერი მელაშვილის განცხადება

ივერი მელაშვილის პოლიტიკური წიაღსვლები ნაკლებად საინტერესოა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს პროკურატურის მტკიცებულებებზე, არის თუ არა შესაბამისობაში იმასთან, რასაც ეგ ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს“.

„ივერი მელაშვილი არის სრულად მხარდაჭერილი თავის განცხადებებში საქართველოს ინტრესების საწინააღმდეგოდ, მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ.

ზოგიერთი ოპონენტი, მაგალითად დავით ზურაბიშვილი შეეცადა, რომ ინტერპრეტაცია მოეძებნა ამ გამონათქვამისა, იყო უნიათო მცდელობები, რომ ეს საკითხი ფილოსოფიურ წიაღსვლებში, ფაქტია, რომ ითქვა და არა მხოლოდ ივერი მელაშვილის მხრიდან, ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ იქნა გაჟღერებული „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომ გარეჯის დიდი, მნიშვნელოვანი, ისტორიულ ნაწილი საქართველოს არ ეკუთვნის.

მართლმსაჯულების მიზანი არ არის, რომ ადამიანი ჰყავდეს დაკავებული, დაჭერილი, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. სასამართლო წინ არის. ის არავის გაუთავისუფლებია, გირაოთი გამოშვება ამას არ ნიშნავს. ეს სახელმწიფოს პოლიტიკას ახასიათებს კარგად, რომლის კანონების მიხედვითაც მოქმედებს სასამართლო. სადისტური მმართველობა არ არის, თორემ ივერი მელაშვილი დამნაშავეა თუ არამ ამასთან გირაოთი მისი გამოშვება არავითარ კავშირში არ არის,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე და აღნიშნა, რონ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ შეიძლება იყოს ის, რაც სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

„საერთოდ, ეს თემა სპეკულაციად არის გამოყენებული და ყველა პოლიტიკურ პარტიას ვურჩევ, ათჯერ დაფიქრდეს, სანამ რაღაც არაჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში განცხადებებს გააკეთებს. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ასეთები საქართველოში არ არსებობენ და ნებისმიერი განხილვა კონკრეტული გვარების, უსაფუძვლოა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება
შემდეგი სტატიაგამსახურდია – დაიდოს სამენოვანი კრებული, ქართულად, რუსულად, ინგლისურად – დავით გარეჯი, მისი ისტორია მე-6 საუკუნიდან დღემდე