გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 68 პროცენტისთვის მისაღებია. ასეთი შედეგი NDI-ის კვლევამ აჩვენა.

ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, ეს მიზანი მიუღებელია გამოკითხულთა 29% პროცენტისთვის.

გარდა ამისა, კითხვაზე როგორი უნდა საქართველოს პოლიტიკა, პასუხები ასეთია – პროდასავლური – 14 პროცენტი; პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან – 52 პროცენტი; პრორუსული, რუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან – 16 პროცენტი; პრორუსული – 5 პროცენტი.

კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიNDI – ს გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
შემდეგი სტატია(+ფოტო) არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო