NDI – ს გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

NDI-ის გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, გამოკითხულთა 8% კი მიიჩნევს, რომ საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან“ ემუქრება.

გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს აშშ წარმოადგენს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 27%-ს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

banner
წინა სტატიაში77%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს