გამოხატვის ეს ფორმა არღვევს ძალიან ბევრ სტანდარტს და აბსოლუტურად სწორი იყო ყველა იმ ადამიანის და პირის შეფასება და განცხადება ვინც ამას გაემიჯნა – ბესელია გაბუნიაზე

ყოველგვარი სტანდარტის და ეთიკური ნორმების დარღვევა იყო ის, რაც გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში ისმოდა – ასე აფასებს რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეპუტატი ეკა ბესელია.

„ყოველგვარი სტანდარტის და ეთიკური ნორმების დარღვევა იყო ის, რაც გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში ისმოდა. არ მგონია, რომ ამით ან პატრიოტიზმის გამოხატულების მოდელს ქმნის ჟურნალისტი, ან ამით შეიძლება პროდასავლური ნიშის გამყარება. გამოხატვის ეს ფორმა არღვევს ძალიან ბევრ სტანდარტს და აბსოლუტურად სწორი იყო ყველა იმ ადამიანის და პირის შეფასება და განცხადება ვინც ამას გაემიჯნა. ტელეკომპანიის მხრიდანაც სწორი რეაქცია იყო, როდესაც თვითონ დაგმეს ეს ფორმა და თქვეს, რომ ეს არაფერში არ ჯდება. გარდა ამისა, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციულიც არის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჟურნალისტის გამოხატვის ფორმად შეფასდა, ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ერთი ჟურნალისტის განცხადება, რადგან ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გაჟღერებული ლანძღვა-გინება, რაც არ არის ერთი ჟურნალისტის შეხედულებები. რაც შეეხება რეაქციებს, იქ გულწრფელი რეაქციებიც იყო, მაგრამ იყო მეორე მხრივ, გარკვეული პროვოცირებაც ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ჯგუფების. მე ასეთი პოზიცია მაქვს ზოგადად ფსევდო პატრიოტული და ფსევდო დასავლური ღირებულებების ტირაჟირება და პროპაგანდა ასეთი ფორმებით არც ერთი და არც მეორე მხრიდან არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„დიახ, აქაც ფოფხაძეა! ივანიშვილო, რა ჰქენი ეს, როგორ ააწუმპე ეს ქვეყანა!“- ჩარკვიანი
შემდეგი სტატიაგუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „Ipsos”- ის კვლევას ეხმაურებიან