გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „Ipsos”- ის კვლევას ეხმაურებიან

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „Ipsos”- ის კვლევას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 58% შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. გამოკითხვა 20 ივნისის დარბევის შემდეგ ჩატარდა.

არასაპარლამენტო ოპოზციის წევრები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ განწყობას, რაც საქართველოშია.

“კვლევაც არ უნდა ამას, ქუჩაში გასვლაც საკმარისი არის და მეორე, გადავხედოთ უახლოეს ისტორიას, ვინც სისხლი დაღვარა რუსთაველზე, ან გადადგა, ან მინიმუმ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უდნა აიღოს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ისე შს მინისტრმაც უდნა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,“- ამბობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე
პაატა დავითაია.

”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თუ ამას ახლა არ გააკეთებს, ადრე თუ გვიან გადადგომა მაინც მოუწევს. ხარატიშვილის თქმით, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი სისხლიანი დარბევის შემდეგ შს მინისტრი მოთხოვნის გარეშე გა

„გახარიამ, რომ მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღო აქამდეც, ეს ცალსახა არის. ადრე , თუ გვიან მას მოუწევს ამის გაკეთება და არც საზოგადოებრივი კვლევა სჭირდება ამას, საერთო განწყობაა და ის პოლიტიკური შედეგები, რომელიც დადგა 20 ივნისის ღამის შემდეგ, პრაქტიკულად ოდნავ მაინც ცივილიზებულ ქვეყანაში ამას გადადგომა დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა. რაც შეეხება იურიდიულ შედეგებს, ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საკითხია და რაც ყველაზე პრინციპულია, რომ აქ არ უდნა იყოს შერჩევითი სამართალი, როცა იქ მონაწილეების დასჯაზე წავიდა და იმ ადამიანებზე, ვინც ეს განახორციელა საკმაოდ მძიმე შედეგების მქონე ქმედებები, მათზე საქმეებიც კი არ არის აღძრული,“- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგამოხატვის ეს ფორმა არღვევს ძალიან ბევრ სტანდარტს და აბსოლუტურად სწორი იყო ყველა იმ ადამიანის და პირის შეფასება და განცხადება ვინც ამას გაემიჯნა – ბესელია გაბუნიაზე
შემდეგი სტატიაგაბუნიას განცხადება – რუსეთის საგარეო უწყება რეაგირებას ითხოვს