“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება ამ გამოკითხვის წარმოება ძმასთანაც”

სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორ პირს ამ დრომდე ეძებენ. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილ გიორგი შენგელიას ძმასთან გამოძიებას გარკვეული კითხვები აქვს და იგი 15 სექტემბრამდე მსახურობდა სასწავლო ცენტრ „კრწანისში“.

„ის ნამდვილად მსახურობდა აღნიშნულ ცენტრში, ამა წლის 15 სექტემბრამდე. შესაბამისად, გამოძიებას ბუნებრივია, აქვს გარკვეული კითხვები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება სწორედ ამ გამოკითხვის წარმოება ძმასთანაც, თუმცა მისი ადგილმდებარეობის დადგენა ამ ეტაპამდე შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, როდესაც დაადგენენ მის ადგილმდებარეობას საგამოძიებო ორგანოები ეს გამოკითხვაც ჩატარდება“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც 23 წლის გიორგი შენგელია გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“იზორიამ არ იცის ისე არ იფარება ასეთი საქმეები”- გიგა შენგელიას მამის განცხადება
შემდეგი სტატია„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება დარგი“