გამოჩნდა რა ხვითოც არის – გუგავა წულუკიანზე

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა იუსტიციის ყოფილი მინისტრის და განათლების კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ წულუკიანს საშუალება რომ ჰქონდეს, სიამოვნებით გამოკეტავდა ადამიანებს გაზის კამერაში

“ძველ ბერძენ ფილოსოფოს დიოგენეს აქვს გამოთქმა, ხმა ამოიღე რომ დაგინახონ, ანუ შეგიცნონ. როდესაც ადამიანი საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებებზე ადამიანების მიმართ, მოვლენებს მიმართ, წარმოაჩენს საკუთარ თავს. ქალბატონმა წულუკიანმა მთლიანად წარმოაჩინა საკუთარი სახე, საკუთარი კომპლექსები, გამოჩნდა რა ხვითოც არის და მე ქალბატონი წულუკიანი მაგონებს ფაშისტური გერმანიის ესესელ ოფიცერს, რომელიც ადამიანებს ცინიკური ღიმილით მიუძღვებოდა გაზის კამერისაკენ” ამბობს გუგავა.

banner
წინა სტატიაშითურნავა – ვფიქრობ, თებერვლიდან სრულად გავხსნით ფრენებს, „ვიზეარმაც“ დააანონსა, რომ კვლავ აღადგენს საქართველოში მუდმივმოქმედ ბაზას
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაციას ცდილობს