ბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაციას ცდილობს

„ქართული ოცნება“ „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაციას ცდილობს, პრაქტიკულად ვხედავთ ამ ორგანიზაციის პოლიტიკურ ბულინგს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემების გარდა, სხვა ფაქტებიც ადასტურებს.

ცხადია, რომ „სამართლიანი არჩევნები“, როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მნიშვნელოვან შეფასებებს აკეთებდა არჩევნებთან მიმართებაში. ამიტომ „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს, ამ ორგანიზაციის დისკრედიტაცია მოახდინოს. პრაქტიკულად, ვხედავთ ამ ორგანიზაციის პოლიტიკურ ბულინგს და მცდელობას, საზოგადოებას დაანახონ, რომ თურმე „სამართლიანი არჩევნების“ ამ კონკრეტული ციფრის ხარვეზიანობასთან ყოფილა დაკავშირებული მთელი ეს არჩევნების გაყალბების ეპოპეა. არამც და არამც, ეს ასე არ არის, რადგან ეს ერთი კონრეტული ციფრი იყო. იგივე გაყალბებული, ჩაყრილი, ბათილი, დაკარგული ბიულეტენები. დაახლოებით 758 საჩივარი იქნა შეტანილი საოლქო კომისიებში და არც ერთი მათგანი არ განხილულა. ეს ადასტურებდა იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი, პოლიტიკოსების თვალთახდვა მიმართული იყოს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე და არა იმაზე, თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას რა შეფასებებს დავუწერთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, ორგანიზაციის მონაცემებში გამოვლენილმა ხარვეზმა მოლაპარაკების მაგიდასთან შეცვალა თუ არა რაიმე, ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ამას არაფერი შეუცვლია.

„მოლაპარაკებების მაგიდასთან პრაქტიკულად არაფერი შეუცვლია, რადგან ეს ციფრი, რაც დახარვეზდა არ არის იმ მნიშვნელობის, რომელიც არჩევნების გაყალბების თემას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. ეს არის მათი ხარვეზი, მაგრამ ამ ციფრთან მიმართებაში არ ყოფილა მტკიცება იმისა, რომ ეს იყო მთავარი ამოსავალი დებულება არჩევნების გაყალბების მტკიცებისა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამოჩნდა რა ხვითოც არის – გუგავა წულუკიანზე
შემდეგი სტატიაგორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 14 დეკემბერს 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება