გამოცდებზე 2900-მდე მოსწავლე ჩაიჭრა – მაია მიმინოშვილი

წერს

საატესტატო გამოცდებში 2900-მდე მოსწავლე ჩაიჭრა. ყველაზე მეტმა მოსწავლემ ზღვარი უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებში ვერ გადალახა – აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გაავრცელა.

“აქ დასამალი არაფერი არ არის – უკმაყოფილო ვართ შედეგებით. ის 2900-მდე მოსწავლე, რომელიც გამოეთიშა ერთიან ეროვნულ გამოცდებს, სწორედ იმის გამო, რომ ვერ გადალახა ბარიერი ერთ-ერთ საგანში მაინც, საგანგაშო თუ არა, სრულიად მიუღებელია. 2900 კი არა, ასეთი 20 მოსწავლე რომ გვყავდეს, რომელიც მინიმალურზე მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს სავალდებულო საგანში, ესეც იქნებოდა სრულიად არასახარბიელო შედეგი. ასე რომ, აქ დასამალი არაფერი არ არის. სამწუხაროდ, არ უმჯობესდება ვითარება, შედეგების თვალსაზრისით წინა წლებთან შედარებით და იმაზეც ვისაუბრეთ მგონი, რომ გამოიკვეთა 2 საგანი, სადაც შედარებით დიდია იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლდებიც ეროვნული გამოცდების მიღმა დარჩნენ – ესაა უცხო ენა და მათემატიკა… წლიდან წლამდე იცვლება ეს მონაცემები, სამწუხაროდ, არ უმჯობესდება, მაგრამ ზოგ წელიწადს უკეთესი შედეგი გვაქვს, ზოგ წელიწადს – უარესი. მაგალითად, 2011 წელს გაცილებით უარესი შედეგი გვქონდა ამ ორ საგანში, ვიდრე წელს”.”,- აღნიშნა მიმინოშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ მარიამ რამინაშვილის თქმით, მიმდინარე წლის საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა სამინისტრო შედეგების სტატისტიკას არ ასაჯაროებს, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა დიდია.

banner
წინა სტატიაშირუსმა მესაზღვრეებმა გორის მკვიდრი დააკავეს
შემდეგი სტატია„კიწმარიშვილს თავი კი არ მოუკლავს, ის მოკლეს“