„კიწმარიშვილს თავი კი არ მოუკლავს, ის მოკლეს“

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას“ეროსი კიწმარიშვილს ვალი თუ ჰქონდა, ეროსი კიწმარიშვილის ვალიც ბევრს ჰქონდა” აცხადებს იურისტი ვალერი გელბახიანი კიწმარიშვილის საქმესთნ დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის და გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.საუბარში გელბახიანი ამბობს, რომ ამ საქმეზე ბევრი კითხვის ნიშანია და თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელი. გელბახიანი საქმის მასალებსა და გამქრალ მტკიცებულებებზე საუბრობს:

“გარდაცვალებამდე მე ეროსი კიწმარიშვილი ნანახი მყავდა, ჰქონდა ჩემთან საუბარი. მაშინ კენჭს იყრიდა რუსთავის მერის თანამდებობაზე და მქონდა საქმიანი ურთიერთობა. მას არანაირად არ ეტყობოდა, რომ რაიმე დეპრესიაში ან რაღაც უარყოფით განცდებში იყო,პირიქით, სამომავლო გეგმები ჰქონდა ძალიან გრანდიოზული. მათ შრის დარწმუნებული იყო, რომ რუსთავი 2-ს დაიბრუნებდა, ასევე წილს დაიბრუნებდა მაესტროში. ასე, რომ არანაირი ეჭვი არ შემპარვია მე იმაში, რომ მას რაიმე უარყოფითი განცდა ჰქონდა. ამიტომ როცა მოხდა ეს ფაქტი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მე მაშინვე ვთქვი, რომ არ დავიჯერებ არასოდეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი თავს მოიკლვდა. ამას გამოვრიცხავ.

რაც შეეხება პროკურატურას, მე მგონია, რომ მათ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე იმუშავეს, დანარჩენი ნაწილი არ შეამოწმეს, იმიტომ რომ ეროსი კიწმარიშვილს ვალი თუ ჰქონდა, ეროსი კიწმარიშვილის ვალიც ბევრს ჰქონდა. მას საჯაროდაც აქვს ნათქვამი, რომ ჰქონდა სერიოზული საფუძველი იმისა, რომ თავის ქონებებს დაიბრუნებდა და ეს იყო რეალობა. რაც მთავარია, შემთხვევის ადგილიდან არ იყო ამოღებული ვიდეოკადრები, წაშლილი იყო, რაც ბადებდა ეჭვს რომ ეროსი კიწმარიშვილს თავი კი არ მოუკლავს ,არამედ მოხდა მკვლელობა. მკვლელობის ვერსია რომ გამორიცხულიყო უნდა მოპოვებულიყო ყველა სახის მტკიცებულება. მათ შორის მიკრონაწილაკების ექსპერტიზები, რომლებიც ჩატარდა და სისხლის ტრაექტორიის ტრასოლოგიების მიხედვით ააგეს ვერსიები. არ ვიცი მე ვინ ისვრის მარცხენა ხელით, როცა მარჯვენა ხელი აქვს სრულ ფუნქციურ მოქმედებაში. გნებავთ თვითმკვლელობა იყოს და გნებავთ სხვა რამე. მარცხენა ხელი ამ ფუნქციას არ ასრულებს. თავის მოკვლა თუ უნდოდა, მარცხენა ხელით რატომ იზამდა, მარჯვენა ხელით მოიკლავდა. მეორე- სად არის ის კადრები, რატომ დამტვერიანდა? როგორ იყო დამტვერილი? თქვენ გჯერათ ამის? ეს არის იმიტომ, რომ გაქრა ეს ვიდეომასალა, ანუ მთავარი მტკიცებულება. ამიტომ, როდესაც ასეთი კითხვები ჩნდება, იქ არ შეიძლება ჭეშმარიტებაზე ილაპარაკო. ეს მხოლოდ უფალმა იცის რა მოხდა, მაგრამ კითხვები როცა რჩება, მაშასადამე ვერსია მისაღები არ არის.” აცხადებს გელბახიანი.

რაც შეეხება კიწმარიშვილის გეგმებს. გელბახიანი ადასტურებს, რომ პას პოლიტიკური გეგმები ჰქონდა და ეს ვიღაცას “საფრთხეს უქმნიდა”. გელბახიანის განცხადებით, თუ ეს არის მკვლელობა, ის ჩადენილია პროფესიონალურად:

“მეც ვადასტურებ, რომ ჰქონდა პოლიტიკური გეგმები და ეს გეგმები ვის უქმნიდა საფრთხეს, ასეთ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ ალბათ იმ მიმართულებით მიზეზები, სადაც არსებობდა კიწმარიშვილის პიროვნული საფრთხეები, ვისთვისაც არსებობდა. შემთხვევითობას მე გამოვრიცხავ. ვხედავ, რომ არის ძალიან კარგად შესრულებული საქმე კრიმინალური თვალსაზრისით. ანუ, თუ ეს არის მკვლელობა, მაშინ განხორციელებულია ძალიან მაღალი დონის ქილერის ხელწერით. მე ვამბობ იმას, რომ ან შემთხვევაში საკუთარი იარაღიდან მოხდა გასროლა, შემდეგ თითის ანაბეჭდების დარჩენა ზედ და ა.შ.მცოდნე ადამიანის ხელი ჩანს და ამიტომაც მგონია, რომ თუ დაქირავებულ იყო ქილერი, დიდი ხნის დაკვირვების და ე,წ. თვალთვალის შედეგი იყო. შეისწავლეს, ნახეს, რა დროს ჩამოდიოდა, რა დროს გადიოდა, შეხედეს კამერების მდგომარეობასაც. პროფესიონალი ქილერი ყველა შემთხვევაში ამ დეტალებს ამოწმებს და თუ იმ დღეს არ იყო კამერაზე ამ ადამიანის კვალი, შეუძლებელია წინა დღეებში არ ყოფილიყო იმიტომ, რომ შემთხვევის ადგილი იყო შერჩეული, ანუ რამდენჯერმე იყო ქილერი ადგილზე მისული, და კამერის ფირებში აუცილებლად იქნებიან ისეთი პირები დაფიქსირებული, ვინც იქ არ ცხოვრობენ. არ ვიცი ეს ნაწილი შემოწმებულია თუ არა გამოძიების მიერ, მაგრამ რახან ამბობენ, რომ არის თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ადასტურებენ, მაგრამ კითხვებს ვერ პასუხობენ თუ სად გაქრა მტკიცებულებები, ეს ბადებს ეჭვს, რომ არ არის სრულყოფილი გამოძიება”,- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

“პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიგამოცდებზე 2900-მდე მოსწავლე ჩაიჭრა – მაია მიმინოშვილი
შემდეგი სტატია(video) შორენა ბეგაშვილი: ბევრი დავკარგე, მაგრამ მთელი საქართველო შევიძინე