გამყრელიძე: ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული გათვლებით, ქვეყნაში დღეს იმუნური ფენა დაახლოებით 54 პროცენტია.

გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც ბუნებრივად, ან ვაქცინით აქვთ იმუნიტეტი გამომუშავებული.

„ჩვენი გათვლებით, ვინც აცრილია და პლუს კიდევ გადატანილი აქვს, არის 54 პროცენტი. ე.წ. სეროპრელევანტობის კვლევამ, რომელიც ბოლოს ჩავატარეთ ზაფხულში, მოგვცა 42-პროცენტიანი გადატანის მაჩვენებელი, პლუს აცრები და ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი, რომელსაც ბუნებრივად, ან ხელოვნურად ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. ანუ დაახლოებით მოსახლეობის 46 პროცენტი არის მიმღები, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ამიტომაც არის ეს ტალღები, რაც გვაქვს. სულ მცირე 80 პროცენტი მაინც უნდა იყოს აცრილი, პლუს გადატანილი, ანუ იმუნური ფენა, რომ ჩვენ უფრო თავისუფლად ვიყოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ყველა ადამიანს და ყველა ჯგუფს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი ფორმით
შემდეგი სტატიარომელ ობიექტებზე იქნება საჭირო პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი