გამყრელიძე: თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება?! როცა დამთავრდება ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ღამის კლუბებში სიარულისგან თავი შეიკავონ.

„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს. პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები. ეს სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა და ამიტომ, კიდევ ერთხელ, ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი, ახალგაზრდები ხართ, არა?! თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება?! როცა დამთავრდება ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა