პრემიერ-მინისტრმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს ეწვია.

მთავრობის მეთაურმა პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლი დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. ფონდ “ქართუს” დაფინანსებითვე,

სახლ-მუზეუმის მიმდებარედ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და სამრევლო სკოლა აშენდა. მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშითიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs) გახდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება?! როცა დამთავრდება ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად