გამყრელიძე – სწავლის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების, ლექტორებისა და სკოლის მასწავლებლების ორჯერადი ვაქცინაცია

ზაფხულში უნდა ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სწავლის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების, ლექტორებისა და სკოლის მასწავლებლების ორჯერადი ვაქცინაცია.

„ჩვენ გვინდა, ზაფხულში ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი სწავლის დაწყებისას უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგოც ყველა სკოლის მასწავლებელი, რათა სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო. ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, ასარჩევადა კი შეიძლება იყოს საქმე. ასე რომ აიცერით ყველამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
შემდეგი სტატია2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187,7 მლნ დოლარი შეადგინა