2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187,7 მლნ დოლარი შეადგინა

2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (634.7მლნ ლარი), რაც 42.%-ით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,6% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 95.1% მოდიოდა.

მათივე ცნობით, 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – სწავლის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების, ლექტორებისა და სკოლის მასწავლებლების ორჯერადი ვაქცინაცია
შემდეგი სტატიაბოტკოველი – გახარია უფრო მაგარი „ქოცია“, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს