გამყრელიძე – ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე

ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვაქცინის ორი დოზით 84 756 ადამიანია აცრილი.

„დღეის რიცხვით ქვეყანაში ჩატარებულია 238 220 აცრა. აქედან, ერთი დოზით აცრილია 153 464 ადამიანი, ორი დოზით კი 84 756 ადამიანი. ორი დოზით აცრილი, სამიზნესთან შედარებით გვაქვს 5%, ხოლო 18-წლის ზემოთ მოსახლეობასთან მოცვა ერთი დოზით აცრილების შეადგენს 9%-ს, ანუ თანდათან, ჩვენ თუ გვქონდა აცრის საშუალო მაჩვენებელი -მარტში 450, აპრილში 1200, მაისში 3500, ივნისის პირველ ათ დღეში გვქონდა დაახლოებით 6 000 და დღეს გვაქვს 4 800.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილია და დღესაც ეს საბჭოზე განხილული იყო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების და ამის დასტური მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციებიდან, იქნება სულ მცირე მილიონი დოზა, ამიტომ ქვეყანა თანდათან ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, რომ ჩვენს სამიზნე რაოდენობაზე გავიდეთ. ყველა რესურსი იქნება მობილიზებული. ქვეყანაში დღეს მუშაობს 280-მდე ამცრელი ბრიგადა და დასრულებულია უკვე მუშაობა ე.წ. დიდი სივრცეების ლოჯისტიკასთან დაკავშირებით და იქნება მისი განხილვა, ასევე შერჩეულია გარკვეული ადგილები, სადაც ეს დიდი სიცრცეები შეიძლება განთავსდეს და გამტარუნარიანობა აცრების იქნას შესაბამისად უზრუნვეყოფილი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – დანის პირზე უნდა ვიაროთ
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა