ამირან გამყრელიძე – დანის პირზე უნდა ვიაროთ

ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და დანის პირზე უნდა ვიაროთ ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და მეორე მხრივ, ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უმჯობესდება.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორი უმჯობესდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ – ძალიან ნელი ტემპით. მხედველობაში მაქვს როგორც ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, როდესაც პიკი გვქონდა 17 მაისს და მას შემდეგ თანდათან ქვემოთ მოდის, ისევე დადებითობის მაჩვენებელი განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჯერ გაჩნდა ოდნავ ტენდენცია, დადებითობის მაჩვენებლის ერთ დონეზე სტაბილიზაციის, ამიტომ რომ შევაჯამოთ, ჩვენთან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. ამიტომ ისევ და ისევ, ყველა ის, რაც დღეს გამოცხადდა, აუცილებელია, რომ ჩვენ რეკომენდაციის საფუძველზე მაინც ყველა რეგულაცია დავიცვათ. გასაგებია, რომ პირბადე გარე სივრცეებში რეკომენდირებული არ იქნება, მაგრამ ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, უნდა ატაროს.

ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და დანის პირზე უნდა ვიაროთ ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და მეორე მხრივ, ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს, რადგან გასაგებია, ტურისტული სეზონია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „ლელოს“ დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე