გამყრელიძე: ორჯერ აცრილებში ჰოსპიტალიზაცია მცირე ნაწილს დასჭირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ივნისსა და ივლისსში ორჯერ აცრილი, დაახლოებით, 4 000 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაციაც მცირე ნაწილს დასჭირდა.

“მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, ერთხელ და ორჯერ აცრილებში ინფიცირება ივნისი-ივლისის განმავლობაში გვქონდა, დაალოებით, ერთჯერ აცრილებში 5 000 შემთხვევა, ხოლო ორჯერ აცრილებში, დაახლოებით, 4 000 აცრის შემდგომი ინფიცირების შემთხვევა, მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი, ჰოსპიტალიზაცია ძალიან მცირე ნაწილს დასჭირდა. სამწუხაროდ, გვაქვს 3 გარდაცვალება ორჯერ აცრილებში”. – ამბობს ამირან გამყრელიძე მედია ვებინარზე.

banner
წინა სტატიაშიცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატია“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გადაცემა “მთავარ აქცენტებში” თბილისის მერობის კანდიდატებს – კახა კალაძესა და გიორგი გახარიას იწვევს