გამყრელიძე „ომიკრონზე“- ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით გარკვეული დროის შემდეგ „ომიკრონი“ საქართველოშიც დაფიქსირდება.

„ჯერჯერობით არა. კვლევა მიმდინარეობს. ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი ჩვენგან გადაგზავნილი. ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს. ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს, ამიტომ გამოჩნდება რაღაც დროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში „ომიკრონით“ გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მისივე თქმით ბრიტანელი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის „დელტა“ შტამს ჩაანაცვლებს.

„დღევანდელი მონაცემით ეს შტამი 63 ქვეყანაში არის გავრცელებული. სამწუხაროდ, უკვე სიკვდილი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ვირუსის გავრცელება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი კლინიკურად მაინც შედარებით მსუბუქია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს ურჩევს, სირთულეების დროს პროფესიონალები დაიხმაროს და „ინიციატივიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“
შემდეგი სტატიავაშაძე “შერიგებაზე” – გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ