გამყრელიძე: ნაწილობრივი ლოკდაუნი ქვეყანაში არის, შეზღუდვები შეიძლება კიდევ გაფართოვდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ნაწილობრივი ლოქდაუნი შეიძლება გაფართოვდეს და ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება.

“ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება კიდევ გაფართოვდეს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ სრული ლოქდაუნი, ამ ეტაპზე არ განიხილება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3120 – ით გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: ოცნების წარმომადგენლები ეუთოს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს