გამყრელიძე – საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს

დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს. მისივე თქმით, კიდევ მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვა იგეგმება.

„მოგეხსენებათ, დღეს კლინიკებს ცხელებით ბევრი მიმართავს. პოლიკლინიკებს აქვს სწრაფი ტესტები, რათა მოხდეს დიფერენცირება არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპრციული ინფექცია. რეზერვში გვაქვს 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 45 000-მდე სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება – სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება. ანუ, სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, ბევრი ქეყანა, იცით სლოვაკიის მაგალითი, ლივერპულის, სინგაპურის, ნორვეგიის მაგალითები, ამიტომ ჩვენც რაც შეიძლება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ეს ინსტრუმენტი ქვექნება. ასევე, დამატებით მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვას ვფიქრობთ, რათა გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონის განმავლობაში გვქონდეს სწრაფად დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება- არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპირაცული ინფექცია და მოხდეს ადამიანის სწრაფი იზოლირება. თუ ჩვენ მსუბუქ სტადიაზე ვიჭერთ შემთხვევას და ის იზოლირდება სახლში, მაშინ შემთხვევა არ რთულდება, არ მიდის იმ სტადიამდე, როდესაც მას ჰოსპიტალური, მათ შორის ინტენსიური ან რეანიმაციული დახმარება სჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: ნაწილობრივი ლოკდაუნი ქვეყანაში არის, შეზღუდვები შეიძლება კიდევ გაფართოვდეს
შემდეგი სტატიაცერცვაძე: იტალიას ინფიცირებით გადავასწარით, მაგრამ სიკვდილობის პროცენტი 5-ჯერ დაბალი გვაქვს